ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ასაკოვანი ქალი ემსხვერპლა

ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ასაკოვანი ქალი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ნუცუბიძის მესამე პლატოზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ასაკოვანი ქალი ემსხვერპლა.

ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სახლში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.