
ნუცუბიძის მეორე პლატოზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შენობიდან ერთი ადამიანი გამოიყვანეს. მას მსუბუქი დამწვრობა აქვს.
უწყების ცნობითვე, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშვეო ჯგუფები მუშაობენ.