ნუცა ალექსი-მესხიშვილი: კინორეჟისორს პოლიტიკა თუ არ აინტერესებს, არც არაფერი აინტერესებს

ხელოვანს და კერძოდ კინორეჟისორს პოლიტიკა თუ არ აინტერესებს, მაშინ არც არაფერი აინტერესებს საერთოდ. ამ შემთხვევაში პოლიტიკა იგივე ცხოვრებაა. უფრთხილდით "აპოლიტიკურ" ხელოვანებს.

ვეთანხმები უტა ბერიას, ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!

სოციალურ ქსელში წერს ქართველი კინორეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი.

13 ივლისს ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კინოცენტრში რეორგანიზაციის გარშემო მიმდინარე პროტესტის შესახებ განაცხადა, რომ სამინისტრომ "რეორგანიზაციის დაწყება დააგვიანა".

წულუკიანმა ასევე თქვა, რომ პოლიტიკა მინისტრის და "მაქსიმუმ მისი მოადგილეების საქმეა", და არა კინოხელოვანების.