
შიდა ქართლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი ადამიანი მოკლეს. ინფორმაცია ფორმულას უწყებაში დაუდასტურეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულის ჩამდენმა ადგილზე მისულ პოლიციელებსაც გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც შსს-ს ორი თანამშრომელი დაიჭრა.
"შიდა ქართლის რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენმა პირმა შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.
ერთ-ერთ მათგანს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე სამართალდამცველი გადაყვანილია კლინიკაში. დანაშაულის ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ", - აცხადებენ შსს-ში.