ნორვეგია უკრაინის სამხედრო ძალების გაძლიერებისთვის 10 მილიარდ კრონს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინის სამხედრო ძალების გაძლიერებისთვის 10 მილიარდ კრონს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინისთვის ახალი ბრიგადის აღჭურვასა და წვრთნაში მონაწილეობისთვის 10 მილიარდ ნორვეგიულ კრონს გამოყოფს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ტორე ო. სანდვიკმა განაცხადა ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვითი კოორდინაციის ჯგუფის შეხვედრაზე 11 აპრილს.

მისი თქმით, ნორვეგია აქტიურად ერთვება უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებაში, რაც ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებთან თანამშრომლობით ხორციელდება. ინიციატივა უკრაინის პირდაპირი თხოვნით დაიწყო.

„ნორვეგია ევროპის გვერდით დგას და უკრაინას აძლიერებს როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. სახმელეთო ძალების გაძლიერება უკრაინისთვის გადამწყვეტია და ჩვენ უკვე დავაგეგმეთ 10 მილიარდი კრონის გამოყოფა 2025 წლისთვის. დახმარება მოიცავს როგორც ნორვეგიის შეიარაღებული ძალებიდან არსებულ აღჭურვილობას, ასევე უკრაინული და საერთაშორისო წარმოებიდან შეძენილ ამუნიციასა და ტექნიკას. ამასთანავე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება წვრთნასაც“, — განაცხადა სანდვიკმა.