ნიუ-იორკში, პალესტინელების მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

ნიუ-იორკში, პალესტინელების მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

ნიუ-იორკში, პალესტინელების მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეები ისრაელ-პალესტინის ომში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.

ამასთან, მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა პოლიციელმაც.