ნინო წილოსანზე Facebook-პოსტის გამო სასამართლოში ანა სუბელიანი დაიბარეს

ნინო წილოსანზე Facebook-პოსტის გამო სასამართლოში ანა სუბელიანი დაიბარეს

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის, ნინო წილოსანის "შეურაცხყოფის" საბაბით აქტივისტი ანა სუბელიანი სასამართლოში დაიბარეს.

ანა სუბელიანი სასამართლოში ნინო წილოსანზე დაწერილი Facebook-პოსტის გამოა დაბარებული.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხვალ, 12 ივნისს სასამართლოში ნანუკა ჟორჟოლიანი დაიბარეს. მას ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი მარიამ ლაშხი Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო უჩივის.