ნიკა გვარამია დააკავეს

ნიკა გვარამია დააკავეს

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს.

"ოლიგარქია უნდა დაემხოს, დიდება საქართველოს!", - თქვა მან.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ თეა წულუკიანის კომისიაზე არმისვლის საქმეზე გირაო პატიმრობით შეცვალა, ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან მივიდა და განაჩენის აღსრულებას იქ ელოდებოდა.

გირაო პატიმრობით შეეცვალაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვაბე ნაჭყებიამ მიიღო. აღნიშნული შუამდგომლობა სხდომაზე პროკურატურამ დააყენა.

17 აპრილს ნიკა გვარამიას სასამართლოზე აღკვეთი ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გირაო მას ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო შეეფარდა. ის პროკურატურაში 11 აპრილს დაიბარეს და ბრალდება წარუდგინეს.

14 მაისს ნიკა გვარამიამ თქვა, რომ თანხის გადახდას არ აპირებს.

ერთპარტიული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.