ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა.
"საერთო ჯამში, უკრაინისთვის 24 F-16 საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემას ვაპირებთ. ისინი უკრაინას მიეწოდება, როგორც კი ყველაფერი მზად იქნება. ეს დამოკიდებულია უკრაინელი მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადებაზე, ასევე, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურაზე", - აღნიშნა მან.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას ზაფხულისთვის შეძლებენ.
"რთულია, ძნელია, მაგრამ ეს მოხდება. ჩვენი კოალიცია [ნიდერლანდები, დანია, აშშ და სხვა ქვეყნები] იმედოვნებს, რომ უკვე ამ ზაფხულს შევძლებთ F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას - ჯერ დანიური, შემდეგ ნიდერლანდური", - ამბობს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი.