ნიდერლანდების პრემიერმინისტრის ვოპკე ჰუკსტრამის განცხადებით, ნიდერლანდები დამატებით 8 მილიონ ევროს გამოყოფს NATO-ს ფონდისთვის. ეს განცხადება მან NATO-ს ვილნიუსის სამიტზე გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ამ ფონდიდან დახმარებას ბოსნიასა და ჰეცეგოვინასთან, ასევე მოლდოვასთან ერთად, საქართველოც მიიღებს.
"ამ არასტაბილურობის დროს, გადამწყვეტია, რომ როგორც NATO-ს მოკავშირეებმა, გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებთან. [...] მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ რუსული აგრესიის მყარი შეკავება", - EURACTIV-ის ცნობით, ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად ცდილობს ამ 3 ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას.
ეს დახმარება მოიცავს მომარაგებას დრონების საწინააღმდეგო სისტემებით, ასევე კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებასა და შეიარაღების უსაფრთხოდ შენახვას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და მოლდოვას აქამდეც აქვთ მიღებული ეს დახმარება.