ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ ოპერაცია რაფაჰში 10 მარტამდე უნდა დასრულდეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ნეთანიაჰუს თქმით, ოპერაციის დასრულდება საერთაშორისო წნეხსაც უკავშირდება. ოფიციალური თელავივი ოპერაციას ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის დარჩენილი ოპერატიული ბატალიონების ლიკვიდაციისთვის ატარებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ნეთანიაჰუმ გუშინ მინისტრთა კაბინეტს შეხვდა და უთხრა, რომ ოპერაცია უნდა დასრულდეს, სანამ რამადანი დაიწყება.
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური, ჰერცი ჰალევი თავის მხრივ ამბობს, რომ ჯარი ოპერაციის დასაწყებად მზად არის.