ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მეორე ომია დაწყებულია.
მისივე თქმით, ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი გუშინ ღამით დაიწყო, რაც ღაზაში სახმელეთო ძალების შეყვანით მოხდა. ისრაელის პრემიერი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ღაზაში სახმელეთო ჯარის შეყვანასთან დაკავშირებით ერთხმად - სამხედროებმა და ჩინოსნებმა მიიღეს.
ის აღნიშნავს, რომ ისრაელი არც ერთ შემთხვევაში არ იტყვის უარს ჰამასის განადგურებაზე.
"ჩვენ გვაქვს ორი მიზანი, ყველაზე მთავარია - სრულად განადგურდეს ჰამასის ოპერატიული და სახელისუფლებო შესაძლებლობები, მეორე - დავიბრუნოთ მძევლები", - თქვა მან.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი აკეთებს ყველაფერს, რათა თავიდან აირიდოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. მან დიდ ბრიტანეთს, ამერიკას და სხვა დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ... ეს ჩვენი ცხოვრების მისიაა. კონფლიქტი იქნება ხანგრძლივი და რთული", - ამბობს ნეთანიაჰუ.