
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის წინააღმდეგ "ისტორიულ გამარჯვებას" მიაღწია, რომელიც " მომავალ თაობებს გადაეცემათ".
მისი თქმით, ისრაელმა განხორციელებულ იერიშებით ირანის მხრიდან ორი მნიშვნელოვანი საფრთხე აირიდა - ბირთვული იარაღით განადგურების საფრთხე და 20 000 ბალისტიკური რაკეტით განადგურების საფრთხე.
"ისრაელი უახლოეს მომავალში განადგურების წინაშე დადგებოდა, თუ ახლა არ ვიმოქმედებდით", - განაცხადა მან.
სიტყვით გამოსვლისას მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს "ისრაელის დაცვაში მისი წვლილისთვის და ირანის მხრიდან ბირთვული საფრთხის მოცილებისთვის."
"ისრაელს თეთრ სახლში არასდროს ჰყოლია ისეთი მეგობარი, როგორიც პრეზიდენტი ტრამპია და დიდ მადლობას ვუხდი მას ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის", - თქვა ნეთანიაჰუმ.