ნეთანიაჰუ გოლანზე თავდასხმაზე: ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის, რომელიც აქამდე არ გადაუხდია

ნეთანიაჰუ გოლანზე თავდასხმაზე: ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის, რომელიც აქამდე არ გადაუხდია

ისრაელის პრემიერმინისტრიბენიამმინ ნეთანიაჰუ გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურებ და აღნიშნავს, რომ "ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის, რომელიც აქამდე არ გადაუხდია".

ნეთანიაჰუს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის ჰეზბოლას მიერ უდანაშაულო ბავშვებისა და ხალხის მკველობის გამო შეშფოთებულია.

"პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუმ ნათლად განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს, გაატაროს მომაკვდინებელი თავდასხმები და ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის, რაც აქამდე არ გადაუხდია", - ნათქვამია განცხადებაში.

ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰეზბოლამ ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. თავად ჰეზბოლა ბრალდებებს უარყოფს.