უმძიმესი ტრაგედია და მიწაში დამარხული ოჯახები, სოფელ ნერგეეთში მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ბავშვი. მხოლოდ ერთ ოჯახში, ღამით ჩამოწოლილმა მიწის ტონობით მასამ - სამი ბავშვი და მათი მამა მოკლა. სტიქიას წინ 2-დღიანი უხვი ნალექი უძღოდა, ტრაგედიას კი გეოლოგთა დასკვნა - სადაც გარკვევით წერია რომ ნერგეეთი და მიმდებარე სხვა სოფლები - მეწყერ საშიშია!