ნეპალში წყალდიდობის შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა

ნეპალში, კატმანდუში, წალდიდობას 66 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ნეპალში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.

მდინარეებთან მდებარე ათასობით სახლი დაიტბორა და საავტომობილო გზების დიდი ნაწილი გადაკეტილია.

ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კერძო სახლები, ოფისები, სავაჭრო ცენტრები, საავადმყოფოები დაიტბორა.

მთავრობის სპიკერის თქმით, წყალდიდობამ, ასევე, წყლის მილები და სატელეფონო ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.