საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მის ლიეტუველ კოლეგას, გიტანას ნაუსედას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ნაუსედას განცხადებით, მან რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშთოთება გამოხატა.
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან განხვილე საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. გამოვხატე ჩემი შეშფოთება "უცხოური აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით და რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მას EU-ში ინტეგრაციის პროცესზე. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში", - წერს ნაუსედა სოციალურ ქსელში.
სატელეფონო საუბრის შესახებ დაწერა ზურაბიშვილმაც და ნაუსედას საქართველოს ევროპული მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ხაზი გავუსვით მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას და მანამდე სტაბილურობის აუცილებლობას. დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი კვლავ ურყევად მისცემს ხმას ჩვენს ევროპულ მომავალს", - წერს ზურაბიშვილი.