ნაცვლიშვილი რუსულ კანონზე: ოცნება მარცხდება და გადაწყვიტა, ჩაიყოლოს მთელი ქვეყანა

ქართული ოცნება მარცხდება და როგორც ყველა ბოროტ ძალას სჩვევია, გადაწყვიტა, რომ მარცხში ჩაიყოლოს მთელი ქვეყანა. ეს არ გამოუვათ. რუსული კანონი შემოიტანეს თავიდან იმიტომ, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვონ რუსეთს მაშინ, როდესაც თქვენ,მ ჩვენ და ყველა ამ ქვეყნის საღად მოაზროვნე მოქალაქეს მკაფიოდ აქვს გაცხადებული არჩევანი - საქართველო მიდის ევროპისკენ. აუცილებლად მივალთ იქ, თუ ქართულ ოცნებას უნდა, რომ ჩაეხსნას ამ პროცესს, ჩაეხსნას და დარჩეს წარსულში.

ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი ოცნების მხრიდან რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება.