ის, რასაც კობახიძე აკეთებს არის ძალიან სტრუქტურირებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაცია, რომელიც იმდენად აბსურდულია, რომ, შესაძლებელია, ადამიანებს სიცილისკენ, ან სამედიცინო ჟანრისკენ უბიძგოს. თუმცა, მინდა გაგაფრთხილოთ, ეს არის რუსული დეზინფორმაცია, რომელიც წარმოუდგენელ ბოდვად და აბსურდად ჩანს, მაგრამ მას აქვს ძალიან შორს მიმავალი, მავნებლური მიზნები ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში. კრემლის დეზინფორმაციის გამავრცელებელი და პროპაგანდისტი კობახიძეს მოუწევს დაემშვიდობოს ძალაუფლებას არჩევნების შემდეგ.
განაცხადა ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მან თქვა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს მმართველ გუნდს დაემუქრა.