რაც შეეხება მცდელობებს, რომ ჩაახშოთ საქართველოს მოქალაქეების უფლება, თავისი აზრი გამოხატონ და როცა თქვენ ამ აზრს არ ისმენთ, პარლამენტში ადამიანებს შემოსვლის შესაძლებლობებს არ აძლევთ, იქ რაღაც ბანერებს ებრძვით, ფურცლებს ებრძვით, ცარიელი ფურცლის ჭერის გამო ადამიანებს აჯარიმებთ, სადამდე მიხვედით ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის ლოზუნგით მოგვევლინეთ, სადამდე მიხვედით, ამჩნევთ? ცარიელი ფურცელი რომ უჭირავს ადვოკატს ხელში და მშვიდობიანად დგას პარლამენტის წინ, ამის გამო აჯარიმებთ, თქვენი სახეა ეს ქეისი. როცა კარგავთ საკუთარ ხალხთან ბმას და აღარ შეგიძლიათ ადამიანებს ესაუბროთ, მერე იწყებთ მათ წინააღმდეგ ბრძოლას და გინდათ, რომ პირზე ხელი ააფაროთ.
ეს განცხადება ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ.