ნაცვლიშვილი: ან იქნება რუსული კანონი, ან EU-ში გაწევრიანება, არჩევანი მოქალაქეების ხელშია

ახლა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ რუსული ხელისუფლება, რომ გადავარჩინოთ საქართველო და საქართველოს ევროპული გზა. თუ ეს კანონი იქნება მიღებული საქართველოში, შეგვიძლია დავივიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანება. ან იქნება რუსული კანონი, ან იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. არჩევანი არის საქართველოს მოქალაქეების ხელში.

განაცხადა ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.