Fox News-ის რედაქტორი ნანა საჯაია კონგრესიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" აშშ-ის კონგრესში უკვე წარადგინეს.
"კარგად ინფორმირებულმა წყარომ კონგრესიდან მითხრა, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში წარდგენილია", - წერს ის.
კანონპროექტის ავტორები არიან კონგრესმენები: რესპუბლიკელი ჯო უილსონი და დემოკრატი სტივ კოენი.
ნანა საჯაია წერს, რომ მოპოვებული კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება.
მისივე თქმით, აკრძალვა ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, მასთან დაახლოებულ პირებზე და, მთლიანად, ქართული ოცნების მთავრობაზე.
"კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება, ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა.
კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს", - წერს ნანა საჯაია.