უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურის, სერგეი ნაევის განცხადებით, რუსეთს ბუფერული ზონების შესაქმნელად, უკრაინის ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდება სურს.
ნაევის თქმით, მტერი გააგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების სრულად აღების მიზნით და ააშენებს თავდაცვით ხაზებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
"მომავალში აგრესორს სურს დაიკავოს ახალი ტერიტორიები ბუფერული ზონების შესაქმნელად, რათა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების "უსაფრთხოება" უზრუნველყოს", - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურმა.
ნაევი აცხადებს, რომ უკრაინელი დამცველები, თავის მხრივ, შეაკავებენ ოკუპანტების შემდგომ წინსვლას და მიაყენებენ მათ მაქსიმალურ ზარალს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები განავითარებენ თავიანთ საბრძოლო პოტენციალს კონტრშეტევისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.