ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ
მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ...
მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შური ან მეორეთი, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემს ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემს ახლობლებს კარებები დაუკეტონ...
მეც მეშინია, მარა იცოდეთ, არ ღირს... არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ, და გაგახსენდება, რომ სწორ მხარეს არ იდექი...
სპორტსმენებო, არტისტებო , საზოგადო სახეებო ვიცი, რომ ადგილების, პოზიციების და მიღწეულის დაკარგვის გეშინიათ... მარა არ ღირს არაფერი არაფრად, თუ სწორ მხარეს არ დგახარ...
წერს Facebook-ზე ლუკა ნაჭყებია რუსულ კანონთან დაკავშირებით.