
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აქტივისტსა და მასწავლებელს, ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა ნინო კეპულაძემ ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ 20 000-ლარიანი გირაო შესთავაზეს, დამატებით ღონისძიებებთნ ერთად, რაც გულისხმობს - პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებასა და პასპორტის ჩამორთმევას.
მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა.
ნინო დათაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნინო დათაშვილი მანდატურს ძალის გამოყენებით გაყავს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით დაიწყეს, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.
ნინო დათაშვილს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.
ის 20 ივნისს დააკავეს.