ალექსანდრ ლუკაშენკომ პოლიტპატიმრები, მათ შორის სერგეი ტიხანოვსკი შეიწყალა

ალექსანდრ ლუკაშენკომ პოლიტპატიმრები, მათ შორის სერგეი ტიხანოვსკი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რამდენიმე პოლიტპატიმარი შეიწყალა, მათ შორის ოპოზიციონერი ბლოგერი და პოლიტიკოსი, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარი სერგეი ტიხანოვსკი.

ბელარუსის პრეზიდენტმა ისინი ქვეყანაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის ვიზიტის დროს შეიწყალა.

Euronews-ის თანახმად, შეთანხმება სწორედ კიტ კელოგის შუამავლობით მოხდა და გადაწყვეტილება ბელარუსის პრეზიდენტმა მასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

ბელარუსის სასამართლომ ოპოზიციონერს სერგეი ტიხანოვსკის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა 2021 წლის 14 დეკემბერს მიუსაჯა.

სერგეი ტიხანოვსკი 2020 წლის მაისში დააკავეს, როდესაც სვეტლანა ტიხანოვსკაიას საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. უშუალოდ მისი კანდიდატურა კი ცესკომ დაბლოკა: სერგეი ტოხანოვსკი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იყო და არ შეეძლო საინიციატივო ჯგუფი თვითონ დაერეგისტრირებინა.