ელჩი: EU-ის მინისტრები სანქციების შემოღების შესაძლებლობაზე, უვიზოს საკითხზე იმსჯელებენ

ელჩი: EU-ის მინისტრები სანქციების შემოღების შესაძლებლობაზე, უვიზოს საკითხზე იმსჯელებენ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ 23 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ყოველწლიურ საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოს კონტექსტში 3 საკითხს განიხილავენ - დეზინფორმაცია ევროკავშირის წინააღმდეგ, სანქციების დაწესების შესაძლებლობა და უვიზო მიმოსვლის პრივილეგია.

"მე შემიძლია დავადასტურო, რომ ზეგ, 23 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ყოველთვიურ საბჭოზე და კვლავ იმსჯელებენ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში. წევრ ქვეყნებს შეუძლიათ ის განიხილონ, რაც სურთ. მე ზუსტად არ ვიცი, რაზე იქნება საუბარი, მაგრამ მოსამზადებელი განხილვების საფუძველზე, შედარებით დაბალ დონეზე, ელჩების დონეზე, შემიძლია გითხრათ, რომ, დიდი ალბათობით, წევრი ქვეყნები სამ საკითხზე იმსჯელებენ.

პირველი საკითხია - უზარმაზარი დეზინფორმაცია ევროკავშირის წინააღმდეგ, ევროკავშირის დემონიზაცია, რაც ხდება საქართველოში და ეს ხდება ხელისუფლების უმაღლეს დონეზე. მეორე საკითხია - სანქციების დაწესების შესაძლებლობა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. მესამე საკითხია - უვიზო მიმოსვლის პრივილეგია, რითაც ქართველები სარგებლობენ, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების ხედვით. მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ ორშაბათს", - ამბობს ის.