მზია ამაღლობელის საქმეს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ

მზია ამაღლობელის საქმეს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ

რეჟიმის პატიმრის მზია ამაღლობელის საქმეს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. საია-ს ცნობით, სარჩელი ეხება 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა. კერძოდ, 13 თებერვალს ამაღლობელის გათავისუფლების შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს, თუმცა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 14 თებერვალს ის დაუშვებლად ცნო.

საია მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობა სასამართლოს მხრიდან შექმნილი ხელოვნური ბარიერია, რათა არ მოხდეს ახალ, უტყუარ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე მსჯელობა.