ქრისტიანული სამყაროს ნაწილი აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება. დღეს კი ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღეს წითელ პარასკევს აღნიშნავენ. სამგლოვიარო მსვლელობები იერუსალიმში ტრადიციულად ვია დოლოროსას ქუჩაზე მოეწყო, რაც სიმბოლურად ჯვარცმამდე მაცხოვრის მიერ განვლილ გზას განასახიერებს. იერუსალიმის გარდა აღდგომის დღესასწაულთან შესახვედრად ემზადებიან ვატიკანშიც. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო წელს რომის პაპი პირველად გამოტოვებს ჯვრის ტარების პროცესიას, რომელიც ტრადიციულად კოლიზეუმის გარშემო იმართება.