ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარას არც მეტი, არც ნაკლები, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე შეუერთდა. დეპუტატმა წილოსანმა თანაპარტიელებს მოუწოდა, აღასრულონ დანაპირები და გალახონ ისინი, რომლებიც პრორუსს უწოდებენ. მმართველ ძალას დღეს უპასუხეს, რომ პრორუსი ზედმეტად რბილი შეფასებაა იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ატარებს. ქართულ ოცნებას მოიხსენიებენ, როგორც პუტინისტების პარტიასა და რუსულ რეჟიმს.