ივანიშვილის ოცნება განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებს თავს ესხმის, მომხრეებს კი აჯილდოებს. საკონსტიტუციოს მოსამართლემ, ხვიჩა კიკილაშვილმა გუშინ იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, მისი შვილი კი დღეს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნა. ოცნებას კენჭისყრაში ოპოზიციის ერთი წევრი მიეხმარა, ვარაუდობენ, რომ ეს ისევ დილარ ხაბულიანია. პოლიტიკური კორუფციის, ნეპოტიზმისა და ქრთამის ნათელ მაგალითად აფასებენ მომხდარს პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში. საგულისხმოა, რომ კიკილაშვილი აქამდეც მოიაზრებოდა კლანის წევრად.