მწვერვალ შხელდაზე მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი დაიღუპა

მწვერვალ შხელდაზე მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი დაიღუპა

მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად 34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა.

შემთხვევა გუშინ, 11 აგვისტოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მწვერვალ შხელდაზე მყოფი 3 მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადაიყვანეს, ერთის სამძებრო სამუშაოები კი მიმდინარეობდა.