მწარიაშვილი: მზია პროცესზე ერთი წამით არ დამჯდარა - ეს მისი შინაგანი პროტესტია

წერა-კითხვის უცოდინარს არ ჰგავს მზია ამაღლბელი, ხო? იმასაც იაზრებს, სად არის და რა ელოდება, მაგრამ ეს ადამიანი ამბობს, მე არ ვითხოვ თქვენგან გულმოწყალებას, არ ვითხოვ რაიმეს პატიებას, ჩავიდინე რაც ჩავიდინე. მაგრამ ეს არ არის ის, რასაც თქვენ მაბრალებთ - თავდასხმა პოლიციელზე.

დღევანდელ პროცესზე დაწყდომამდე ვისხედით. მზია ერთი წამით არ დამჯდარა და არამარტო დღევანდელ პროცესზე. ეს არის მისი პროტესტი, მისი შინაგანი შეუგუებლობა ყველაფრისადმი. ეს ადამიანი არავისგან არაფერს ითხოვს, არაფერს ეხვეწება. ეს არის მისი შინაგანი პროტესტი და ასე უხმოდ გამოხატავდა. ფეხზე იდგა მთელი დღე მშიერ-მწყურვალი, დილიდან წამოყვანილი, ამ დრომდე. ამ დროს შესთავაზო ადამიანის გვითხარი საბოლოო სიტყვაო, რომელიც მის ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა იქნება, იქნებოდა წარმოუდგენელი რამ. ვფიქრობ, ბოლო მომენტში მოსამართლე მიხვდა, რომ ეს პროცედურული ზეწოლა მზიაზე არ გამოადგებოდათ.

განაცხადა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლბელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

ამაღლბელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართავს.