მთის ამბები: ჩვენი Facebook-დან მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო მასალას შლიან

მთის ამბები: ჩვენი Facebook-დან მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო მასალას შლიან

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული მედია, მთის ამბები განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მათი Facebook გვერდიდან მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და მამხილებელ მასალებს შლიან.

"რამდენიმე წუთია ჩვენი ფეისბუკ გვერდიდან მასობრივად შლიან შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და დაკავშირებულ მამხილებელ მასალებს", - წერია განცხადებაში.

მათი თქმით, ამ წუთებში მომხდარის გარკვევასა და შესაბამის რეაგირებას ცდილობენ.