მთავრობის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძის ბიზნესსექტორთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ საუბარი "ეკონონიკური ზრდის მაჩვენებლებს" შეეხო.
"შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს. საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო და ცნობილია, რომ ის რამდენიმე დღის წინ ჩაინიშნა. შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იყო.