მთავარი არხის ინფორმაციით, სოფელ სუფსაში ქართული ოცნების ტიტუშკები მათ ჟურნალისტ ლადო მენაბდესა და ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მას რამდენიმე კაცი დაუპირისპირდა. დააზიანეს ჩვენი კუთვნილი ტექნიკაც", - აცხადებენ ტელევიზიაში.
მათი ცნობით, ამ წუთებში ლადო მენაბდე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.