მთაწმინდაზე ხანძარი ლოკალიზებულია - სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი

მთაწმინდაზე ხანძარი ლოკალიზებულია - სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი

განახლება: ხანძარი ლიკვიდირებულია

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე მაშველებთან ერთად სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური სოცქსელში ავრცელებს.

ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავდა.