"მსურს გამოვხატო ჩემი, ქართველების სოლიდარობა უკრაინისადმი" - ზურაბიშვილი ევროპარლამენტში

"მსურს გამოვხატო ჩემი, ქართველების სოლიდარობა უკრაინისადმი" - ზურაბიშვილი ევროპარლამენტში

სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინელი ხალხისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის როლს და აღნიშნა, რომ ის ღვრის სისხლს არა მხოლოდ თავისი ქვეყნისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება, თავისუფლება.

"მსურს ხაზი გავუსვა ჩემს სოლიდარობას და ქართველი ხალხის სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ მოგვეხსენება ძალიან კარგად, რომ უკრაინა არა მხოლოდ იცავს თავის ტერიტორიას, არამედ ღვრის სისხლს თითოეული ჩვენგანისთვის, იმისათვის, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება, თავისუფლება, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის. მსურს გამოვხატო ჩემი პირადი მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკისა და მოსახლეობის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში, საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლები ნამდვილად ამ დარბაზში ისხდებიან", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტი დაიწყო ქართული ოცნების განცხადების ფონზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ მოქმედებს და კარგავს ლეგიტიმაციას.