მშვენიერაძე: პროცესი, რომელიც საზ.მაუს გარეთ უწყევტად მიმდინარეობს სტაბილური, შინაარსიანია

ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებს გვინდოდა, ყველა გზა დაგვეტოვებინა იმისთვის, რომ მენეჯმენტთან ერთად კრიზისიდან გამოსულიყო საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამის გამო, ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, ახლაც გვაკრიტიკებენ. ეს იყო ჩვენი პოზიცია და ახლაც არის. მნიშვნელოვანი და ფუნდამენტალური იყო, რომ ამ დიალოგში ვყოფილიყავით.

ეს პროცესი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეთ მიდის უწყვეტად, ეს არის ყველაზე სტაბილური პროტესტი, საგნობრივი, შინაარსიანი, თავისი ეთერით, თავისი მოთხოვნით, ყოველდღე ის ადამიანები ამბობენ, ვისი ხმა უნდა ისმოდეს.

თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის, რეალური სივრცის პროდიუსერმა, თამარ მშვენიერაძემ ფორმულას ეთერში.