
ამერიკელი მსახიობი, მიშელ ტრახტენბერგი 39 წლის ასაკსი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილი საკუთარმა დედამ, დღეს, 26 თებერვალს, დილის 8 საათზე, One Columbus Place-ში, 51-სართულიან კომპლექსში იპოვა.
ABC News-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა, რომ მსახიობმა ცოტა ხნის წინ ღვიძლის ტრანსპლანტაცია გაიკეთა და შესაძლოა აღნიშნულ ოპერიაციას გართულებები მოჰყვა.
მსახიობი ცნობილი იყო ფილმებით, როგორიცაა EuroTrip, Buffy the Vampire Slayer და Gossip Girl.