მოსკოვში საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

მოსკოვში საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

მოსკოვში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაკვამლიანება ახლო მდებარე რაიონებშიც ჩანს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სამშენებლო მასალებსა და ნაგავს გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

ინფორმაცია დაშავებულების ან/და დაღუპულების შესახებ ჯერ არ ვრცელდება. სხვადასხვა მედიის ცნობით, ხანძარი ФСБ-ს აკადემიის მახლობლად გაჩნდა.