მოსკოვში, სატირის თეატრის შენობას ხანძარი გაუჩნდა

მოსკოვში, სატირის თეატრის შენობას ხანძარი გაუჩნდა

მოსკოვში, სატირის თეატრის შენობას ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლი ტრიუმფალურ მოედანზე მდებარე შენობის გუმბათს მოედო.

ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. ცეცხლის ჩაქრობას 60-ზე მეტი მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ხანძრის გაჩენის მიზეზი არ ხმაურდება.