მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში დაღუპულთა რიცხვი 40-მზე გაიზარდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
ცოტა ხნის წინ, მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში ავტომატიდან ცეცხლი, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა გახსნა. თავდაპირველად, ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ Ria Novosti-მ გაავრცელა.