
რუსული მედიასაშუალებები წერენ, რომ მოსკოვში გავლენიანი აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტი ვაგიფ სულეიმანოვი (ვაგიფ ბაკინსკი) დააკავეს.
"კომერსანტი" წერს, რომ დაკავების მიზეზი, რუსეთში დარჩენასთან დაკავშირებული წესების დარღვევა იყო.
მედიის ცნობით, სულეიმანოვი ახლა სახაროვოს მიგრაციული ცენტრის სპეციალურ დაკავების ცენტრშია გადაყვანილი, ხოლო სამი თვის შემდეგ მისი აზერბაიჯანში დეპორტაცია იგეგმება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტის, მეტსახელად ზაურის დაკავების შესახებ.