მოსკოვის სასამართლომ ტერაქტის მოწყობის ბრალდებით კიდევ 3 პირს პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ ტერაქტის მოწყობის ბრალდებით კიდევ 3 პირს პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმასთან დაკავშირებით კიდევ 3 პირს - დილოვარ ისლომოვს, ამინჩონ ისლომოვს და ისროილ ისლომოვს პატიმრობა შეუფარდა.

რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთ ბრალდებულს ის ავტომობილი ეკუთვნის, რომელზეც თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო დანარჩენი 2 დაკავებული მისი მამა და ძმა არიან. სამივე დაკავებულს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ. სამივე ბრალდებული ამბობს, რომ პოლიციაში თავად გამოცხადდნენ, რადგან გაიგეს, რომ საქმეში მათი მანქანა ფიგურირებს.

ძმების წინააღმდეგ გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, ტერაქტის მოწყობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მათი მამა ჯერ ეჭვმიტანილის სტატუსით არის.

გამოძიების მტკიცებით, ძმები ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.

Meduza.io-ს ინფორმაციით, სასამართლო დარბაზიდან მოპოვებული ფოტოებით ჩანს, რომ სამივე დაკავებული წამების მსხვერპლია.