"გააძლიერებს თუ არა მთავრობა სასამართლოზე წნეხს გვარამიას საქმეზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სალომე ზურაბიშვილმა რიტორიკა მთავარი არხის დამფუძნებლის მიმართ შედარებით შეცვალა. კლანს სურს პროგნოზირებადი შედეგი მიიღოს" - ასე ეხმაურებიან ნიკა გვარმიას საქმის მიწერას მოსამართლე მერაბ გაბინაშვილისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები. ამბობენ, რომ ის მათთვის სასურველ განაჩენს გამოაცხადებს. დღეს ამ მოსამართლის აცილება გვარამიას ადვოკატებმა მოითხოვეს. დიტო საძაგლიშვილის თქმით, გაბინაშვილი უზენაეს სასამართლოში 2019 წელს კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით დაინიშნა.