დღეს, 24 მარტს გამართულ მოსამართლეთა 32-ე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე აირჩიეს. რაც შეეხება მდივნის პოზიციას, აქ ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.
ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ გაავრცელა. როგორც მურუსიძე ამბობს, ისინი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩნენ.
"დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა კონფერენციაშიც არ მიმიღია მონაწილეობა, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ამდენ მოსამართლეს მიეღო მონაწილეობა. დღევანდელი კონფერენცია ყველაზე ხალხმრავალი იყო რაც მე მახსოვს კონფერენციების ისტორიაში...
რაც შეეხება სხვა საკითხს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევას, ვასილ მშვენირაძე და ლევან თევზაძე საბჭოს წევრებად, ხოლო მდივანი არჩეული იქნა ნიკოლო მარსაგიშვილი. თითქმის აბსოლუტური უმრავლესობით იქნენ არჩეულები", – თქვა მურუსიძემ.