მოსამართლემ პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 სინდისის პატიმრის საქმის განხილვა გაიმართა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ისინი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.