
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარს პატიმრობა მიუსაჯა.
მან ბრალი 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში აქტიურად მონაწილეობა) გადააკვალიფიცირა და ყველა ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ამ საქმეში ბრალდებულები არიან:
ანდრო ჭიჭინაძე
ონისე ცხადაძე
ჯანო არჩაია
რუსლან სივაკოვი
ლუკა ჯაბუა
გურამ მირცხულავა
ვალერი თეთრაშვილი გიორგი ტერიშვილი
ირაკლი ქერაშვილი
რევაზ კიკნაძე
სერგეი კუხარჩუკი
ისინი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ ბრალი, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.