მორიგი შეტევა პრეზიდენტზე

მორიგი შეტევა პრეზიდენტზე

ხელისუფლების კოორდინირებული შეტევა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ - მმართველი გუნდის პრეზიდენტის იმ განცხადებამ გააღიზიანა, სადაც არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ლაპარაკობს. ქვეყნის მეთაურის ადრესატი ახალგაზრდები არიან. მან სტუდენტებს ორბელიანის სასახლეში უთხრა, რომ ამ წელს ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ. ის აკონკრეტებს, რა არჩევანის წინაშე არიან საქართველოს მოქალაქეები 2024 წელს. დღეს ოცნებიდან პრეზიდენტს უთხრეს, რომ "პროვოკატორია" და "იდენტობის კრიზისიც" აქვს.